
100 წლის შემდეგ…

ზუსტად ერთი საუკუნის წინ, მაშინ როცა ჩვენ ამ ქვეყანას არც კი მოვვლინებოდით, ჩვენი ცხოვრება უხეში ჩარევის შედეგად შეიცვალა, უარესობისკენ, ჯერ კიდევ ჩვენს დაბადებამდე მოვხვდით იქ, სადაც ყოფნას არ ვისურვებდით, ჯერ კიდევ ჩვენს დაბადებამდე დავკარგეთ თავისუფლება, ჯერ კიდევ ჩვენს დაბადებამადე, გადაწყვიტეს რა უნდა გვეფიქრა ჩვენ, სად და როგორ უნდა გვეცხოვრა, რა უნდა გვეკეთებინა. ჯერ კიდევ ჩვენს დაბადებამდე წაგვართვეს თავისუფალი არჩევანის უფლება, ჯერ კიდევ ჩვენს დაბადებამდე გადაწყვიტეს ჩვენი ცხოვრება. მაგრამ საუკუნის წინ ვერ გათვალეს რომ ჩვენ დავიბადებოდით და მოვითხოვდით იმას რაც ჩვენ გვეკუთვნობდა, ჩვენს თავისუფლებას, არჩევანის უფლებას. ასი წლის წინ ვერ იფიქრებდნენ რომ ჩვენში ვერ მოკლავდნენ იმას რაც ღმერთმა გვიბოძა.
მერე რა რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ასი წლის შემდეგ ჩვენ არ გვცოდნოდა რა არის თავისუფლება, მერე რა რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ასი წლის შემდეგ ჩვენ არ გვქონოდა აზროვნების უნარი, მერე რა რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ჩვენ საკუთარი ფესვები არ გვცოდნოდა, მერე რა რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ისტორია არ გვცოდნოდა, მერე რა რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ არ გვცოდნოდა რომ ყველაფერი ინდივიდუალურია და არა საზოგადო, მერე რა რომ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ არ გვცოდნოდა რომ ადამიანები ერთნაირები კი არ არიან განსხვავდებიან, მერე რა რომ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ ყველაფერი განსხვავებული გვგონებოდა უცხო, მერე რა რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ განსხვავებული აზრი მიმართ გვქონოდა აგრესია, მერე რა რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის განსხვავებული ადამიანები მტრებად შეგვერაცხა, მერე რა რომ ყველაფფერი გააკეთეს იმისათვის რომ არ გვცოდნოდა რომ საზოგადოება ინდივიდებისგან შედგება და არ არის ერთნაირი სახეების შეერთებით წარმოქმნილი რაღაც მასა, ეს და კიდევ ბევრი მე რა რომ შეიძლება ვთქვათ …
მაგრამ ასი წლის შემდეგ ჩვენ დავიბადეთ თავისუფალ ადამიანებად და ჩვენ შევძლებთ გვქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება, ჩვენ შევძლებთ გვქონდეს ინდივიდებისგან შემდგარი საზოგაოება, ჩვენ შევძლებთ პატივი ვცეთ ყველაფერს განსხვავებულს, ჩვენ შევძლებთ ავაშენოთ ახალი, ადამიანის თავისუფლებებსა და სამართლიანობაზე დამყარებული, სისტემები.
მე რა რომ ასი წლის წინ ,,თოვდა და თბილისს ეხურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი..“, ჩვენ მაინც დავიბადეთ ისეთებად როგორებადაც ,,არ უნდა“ დავბადებულიყავით.