
კომპანია ეფლის ისტორია

ბიზნეს იდეების ბლოკში შევეცდებით შემოგთავაზოთ საინტერესო ბიზნეს იდეები, დასაწყისისთვის ყველასთვის ცნობილი ერთ-ერთი წარამტებული, კომპანიის მოკლე ისტორიას შემოგთავაზებთ.
კომპანია ეფლის ისტორია
1976 წლის 1 აპრილს, კალიფორნიაში სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონალდ უეინმა დააფუძნეს კომპანია “ეფლი”.
სტივ ჯობსი და სტივ ვოზნიაკი ფართო აუდიტორიისთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი, თუმცა რონალდ უეინი ბურუსით მოცული ფიგურაა, რომელსაც თანადამფუძნებელის როლში იშვიათად იხსენიებენ.
რონალდ უეინი იყო 1970-იან წლებში კომპანია “Atari-ის” ერთ-ერთი წამყვანი ინჟინერი.
თუმცა, კომპანია ეფლის დაარსებიდან რამდენიმე დღეში, რონალდ უეინმა თავისი კუთვნილი წილი 800$-ად გაყიდა, რაც დღეს რამდენიმე მილიარდის ტოლფასია.
ამის მიზეზად რონალდ უეინი იმას ასახელებს, რომ სტივ ჯობსი $5.000 ვალის აღებას აპირებდა, ის კი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რადგან ბიზნესში არაერთი წარუმატებლობა ჰქონდა.
სწორედ ამიტომ, კიდევ ერთი რისკის აღებისთვის მზად არ იყო.
რა თქმა უნდა, რონალდ უეინის წილი სტივ ჯობსმა და ვოზნიაკმა გამოისყიდა.
როცა ჯობსმა და ვოზნიაკმა პირველ კომპიუტერზე მუშაობა გადაწყვიტეს, მანქანისა და კალკულატორის გაყიდვა დასჭირდათ, რომ საჭირო თანხები შეეგროვებინათ.
ჯამში, $1.300 შეაგროვეს.
ერთ–ერთი საინტერესო ფაქტი არის ის თუ რატომ ქვია კომპანიას “ეფლი”, რადგან ყველამ კარგად ვიცით, რომ ვაშლს და ტექნიკას ერთმანეთთან არანაირი კავშირი აქვს.
ერთი შეხედვით სისულელე იყო, მაგრამ ვინც ყურს მოკრავდა ეს სახელი ყველას ამახსოვრდებოდა.
კომპანიის შექმნიდან 1 წლის თავზე შეიქმნა კომპიუტერი “Apple 1”, რომლის წარდგენა “თვითნაკეთი კომპიუტერების კლუბში” მოხდა.
ხალხის ემოციებმა და გამომეტყველებამ კი ვოზი დააფიქრა, რომ მან რაღაც ღირებული შექმნა.
ჯობსმა, სულ 200 კომპიუტერი გაყიდა და თითოეულის ფასი $666 იყო.
იმავე წელს გამოვიდა გაუმჯობესებული “Apple 2”.
24 წლის ასაკში ჯობსი და ვოზი მილიონერები გახდნენ.
1984 წლის 22 იანვარს შეიქმნა კომპიუტერი სახელად “მაკინტოში”, რომელსაც “მაუსი” დაუმატეს.
მაკინტოში ითვლება დღევანდელი პერსონალური კომპიუტერის უშუალო წინაპრად.
პარალელურად ისინი აგრძელებდნენ “Apple 2-ის” გამოშვებას, თუმცა 1993 წელს ყველა ეფლის კომპიუტერი მაკინტოშის ოჯახის წევრი გახდა.
1985 წელს მაკის შექმნიდან 1 წლის თავზე დირექტორთა საბჭომ სტივ ჯობსი კომპიანიიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ მან შექმნა კომპანია “ნექსთი” და “პიქსარი”.
“პიქსარმა” ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი შექმნა კომპიუტერული ანიმაციის გამოყენებით და დღეს იგი მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ანიმაციური სტუდიაა.
1996 წელს “ეფლმა” გადაწყვიტა “ნექსთის” შეძენა და სტივ ჯობსი გახდა “ეფლის” მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და ეს ადგილი 2011 წლის 24 აგვისტომდე ეკავა.
1997 წელს, ლოს ანჯელესში შეიქმნა ეფლის სარეკლამა კამპანია “Think Different”.
ეს ლოზუნგი სწრაფად გავრცხელდა და მთელ მსოფლიოს მოედო.
ჯობსის დაბრუნების შემდეგ, “ეფლმა” დაიწყო ახალი წარმატებული ტექნოლოგიების შემუშავება და 1998 წლის 15 აგვისტოს შეიქმნა პირველი “iMac”.
2001 წლის 23 ოქტომბერს წარადგინა პირველი აიპოდი და ის გამოაცხადა, როგორც მაკ-შეთავსებული პროდუქტი, რომელსაც 5 გიგაბაიტიანი მყარი დისკი ქონდა და ჯიბით 1 000 სიმღერის ტარება იყო შესაძლებელი.
ამის შემდეგ აიპოდმა სახე რამდენიმეჯერ შეიცვალა და სიმღერიბს ჩა