ოქროს წუთები

კედელზე ჩამოკიდებულს საათს გავხედე, როგორ ნელა, მწყობრად მოძრაობდა ისარი. ერთხანს ვაკვირდებოდი ისრის მოძრაობას. შემდეგ თავლი დავხუჭე და მის წიკწიკს დავიუგდე ყური. რიტმულად, შეუჩერებლად წიკწიკებდა. რაღაცის ხმას მივამსგავსე. კითხვა გამიჩნდა. თითქოს საათის წიკწიკის ხმაა და არც არის. რის ხმაა ნეტავ, რის ხმა? და დამრჩა პასუხმიუღებელი კითხვა. ეს დიდი ხნის წინ მოხდა. ხშირად ამოტივტივდებოდა გონებასი ეს თითქოს და ჩვეულებრივი, მაგრამ უჩვეულო კითხვა. მიდიოდა დრო და სადაც მივდიოდი მესმოდა ერთიდაიგივე კითხვა: როემლი საათია? მესმოდა წამი, წუთი, საათი, დღე, ღამე, კვირა, თვე, წელიწადი, საუკუნე, დრო. დრო და ისევ გაჩნდა კითხვა, უფრო სწორად კითხვები: რატომ აინტერესებს ასე ძალიან ის ყველას? რატომ არის ის ასე საინტერესო? რისტვის სჭირდება ის ადამიანს? საიდან მმოვიდა ეს ცნება? მიდის დრო შეუჩერებლივ და რისი თანმხლებია. დრო ნეტავ ყველგან და ყოველთვის რომისმის? რასთან ერთად შეიძლება გაჩერდეს ის? რა ძალა აჩერებს მას? და უცებ გონებაში რაღაც განათდა, დროც ისევე მიდის შეუჩერებლივ, როგორც სიცოცხლე, სიცოცხლეს აჩერებს სიკვილი და ჩერდება დროც. სიკვდილამა ორ თითქოს და შეუჩერებელ ძალას სძლია და გაჩნდა პასუხი რისი ხმაა საათის წიკწიკის ხმა? სიკვდილის, სიკვდილის ნაბიჯების ხმაა თურმე, ნაბიჯების ნელ-ნელა რომ გვიახლოვდბა და გაამხსენდა ი. რეფიქის სიტყვები:
,,სიცოცხლის დასაწყისიდან იწყებს სიკვდილი დღეების ათვლას. საათის ისრები შეუჩერებლად მუშაობს. ჩვენ ძალებს აღემატება მათი შეჩერება და არც ის ვიცით თუ თვითონ როდის ინებებს გაჩერებას. ჩვენი სიცოცხლის ყოველი დღე ჩვენი ისტორიის თითო ფურცელია. აქედან გამომდინარე, ერთი წუთითაცარ მასვენებს იმის განცდა. რომ იმ საათის გაჩერებამდე, როგორმე მოვახერხო ამ ფურცლების სიკეთის მელნით შევსება. რადგანაც ამქვეყანას მხოლოდ ერტხელ მოვევლინები, ვცილობ შეძლებისდაგვარად მეტი სიკეთის თესლი დავთესო, რათა ამქვეყნად კეთილად გასახსენებელი კვალის დატოვება შევძლო. კარგად მესმის რომ დრო გასროლილ ტყვიასავით უკანმოუხედავად მიიწევს წინ და შეუძლებელია. მისი შემოტრიალებ. ამიტომაც ვცდილობ საქმეები დროის გარკვეულ მონაკვეთში ჩავატიო და განსაზღვრულ გეგმის მიხედვით ვიმოქმედო. ვცდილობ დღიური, თვიური და წლიური გეგმების შესაბამისად გადავდგა ყოველი ნაბიჯი და თითო ნაბიჯით წავიწიო წინ დასახული მიზნისაკენ. ყოველ დილით იმის გეგმას ვადგენ რაც უნდა გავაკეთო და შემდეგ რიგის მიხედვით მათ შორის უფრო მნიშვნელოვანით ვიწყებ მათ განხორციელებას. თავს შორს ვიჭერ დროის ტყუილუბრალოდ მფლანგველი ხალხისაგან. როგორც პოეტი ამბობს ,,თავზე გვაწვიმდა მეცნიერება და ამ წვიმაში ზოგი ვარდდ ვიქეცით და ზოგი ეკლად“, მეც ამის ანალოგიურად მოზღვავებულ ინფორმაციულ ნიაღვარს გონების საწნახელში ვატარებ და ისე ვაკეთებ მათ შორის არჩევანს, თავს ვარიდებ მათ შორის არსებულ უამრავ უაზრო ინფორმაციას. მთელ ჩემს ძალებს ჩემთვის სასურველი საქმის განხორციელებასა და დასახული მიზნის მიღწევას ვახმარ. ღმერთიც ამქვეყნად მის მიერ დაწესებულ წესებზე დამორცილების სანაცვლოდ ჩემთვის დროს უფრო ნაყოფიერს ხდის და უფრო დიდი წარმატებებით მანებივრებს.“
გვიბოძა ღმერთმა ამქვეყნად სიცოცხლე და დრო მარადისობის მოსაპოვებლად. დრო ისევე ძვირფასია როგორც სიცოცხლე, სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა, ესე იგი ძალიან ცოტა დრო გვაქვს რომის გავფლანგოთ.
ღმერთმა შექმნა ადამიანი სამოთხეში, მარადისობაში, მაგრამ მან იცოდა რომ ადამიანისთვის ფასი სამოთხესა და მარადისობის მხოლოდ მისი მოპოვების შემთხვევაში ექნებოდა. მხოლოდ მაშინ მიხვდებოდა სიცოცხლისა და მარადისობის ფასს როცა მათ დაკარგავდა.
გვიბოძა ღმერთმა ამქვეყნად სიცოცხლე და დრო მარადიული ცხოვრების მოსაპოვებლად, ყველა საშუალება პირველსაწყისთან დასაბრუნებლად, გვიბოძა თავისუფალი არჩევანი და ამ ყველაფერს კი მას შემდეგ მივხვდი რაც შევიმეცნე რაოდენ უყვარს ღმერთს ადამიანი. დროის ფასი იმ ოქროს წუთებმა დამანახა ღმერთთან რომ დამაახლოა. დამაახლოა ღმერთთან დრომ და მიმახვედრა რომ ამქვეყნად არაფერს უნდა გავუფრთხილდეთ ისე, როგორც დროს. დრო სიცოცხლის თანამეცხედრეა. სიცოცხლეს და დროს სიკვდილი ანადგურებს, მაგრამ ვერ უნდა შეზლოს სიკვდილმა მათი განადგურება. სიკვდილმა მათი განადგურება. სიკვდილმა სიცოცხლე და დრო ერთ არსებად, მარადისობად, უნდა გარდაქმნას. ეს კი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ჩვენ შევძლებთ ღმერთის სიყვარულის დანახვას და ჩვენც აღვივსებით მისდამი სიყვარულით დავამარცხებთ სიკვდილს, რადგან ამქვეყნადვე დავიწყებთ მარადისობაში ცხოვრებას.