
იმისათვის, რომ სიცოცხლე უაზროდ არ ჩაიფერფლოს

ცხოვრებაში ადმიანი ბევრ შეცდომას უშვებს და რადგან ეს სამყარო მიზეზე-შედეგობრივია, ყველა ეს შეცდომა მიზეზია, რომელსაც აუცილებლად მოყვება შედეგი, ეს შედეგი კი ჩვენთვის სასურველი არ არის და ვეძებთ დამნაშავეს, ვისაც შეგვიძლია დავაბრალოთ ჩვენი უბედურება, მაგრამ გავიწყდება მთავარი დამნაშავის მოძებნა, ეს მთავარი დამნაშავე თავად ჩვენ ვართ და ამის გაცნობიერება არ გვინდა, გვირჩვენია სხვას გადავაბრალოთ ჩვენი დანაშაული. არ ვეძებთ ამა თუ იმ შემთხვევის მიზეზს. უმიზეზოდ შემთხვევით ხომ სამყაროში არაფერი ხდება, ყველაფერი ხომ წინასწარაა გათვლილი და განსაზღვრული. ჩვენ შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: თუ ყველაფერი განსაზღვრულია რატომ უნდა ვეძებოთ ამა თუ იმ მოვლენის მიზეზი საკუთარ თავში? განსაზღვრული იმდნად, რამდენადაც ღმერთმა წინასწარ იცის ჩვენ როდის როგორ მოვიქცევით და რა შედეგი მოყვება ჩვენს საქციელს, შემდეგ რას დაედება საფუძვლად ეს შედეგი და ამგვარად იქმნება ჯაჭვური რეაქცია, რომლის თავიდან აცილება ჩვენ არაფრით შეგვიძლია. ყველაფერი რაც ხდება ჩვენი ნამოქმედარის შედეგია, იმ ნამოქმედარის, რომლის ჩადენის დროსაც არ დავფიქრებულვართ. არ დავფიქრებულვართ, რომ ცხოვრების დინებას ვუყრიდით საფუძველს, რომელიც მშვენიერია, რთულია და მშვენიერი. რთული რომ არის, იმიტომ არის მშვენიერი, თორემ იოლი რომ ყოფილიყო მომაბეზრებელი იქნებოდა. როცა იოლად ეძლევა იმის ფასი არასდროს იცის ადამიანმა და მალე ბეზრდება. ამ სირთულეების გადალახვა და ცხოვრების მშვენიერების დანახვაც რთულია. როგორ უნდა შეძლო ადამიანმა, რომ პრობლემებს მიღმა ცხოვრების მშვენიერება დაინახო, ბედნიერება შეიგრძნო, როგორ? … და როგორ ძნელია მა კითხვაზე პასუხის შოვნაც თითქოს: როგორ, როგორ, როგორ? მეორდება და მეორდება ეს კითხვა. სად არის ეს მშვენიერება, სად არის ეს ბედნიერება? ეს მშვენიერება რელიგიას შეუძლია დაგვანახოს, ეს ბედნიერებაც რელიგიას შეუძლია მოგვაპოვებინოს. ისევ როგორ, ეს დაწყევლილი როგორ? როგორ და სირთულე რომ გხვდება, ადამიანს გიჭირს გაუმკლავდე და შეცდომას შეცდომაზე უშვებ. საერთოდ ცხოვრებაში ორი გზა არსებობს: სწორი დ მცდარი, ესე იგი, კარგი და ცუდი, მესამე არჩევანი არ არსებობს, არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. მხოლოდ ჩვენ უნდა შევძლოთ გავარჩიოთ სწორი და მცდარი. და როგორ უნდა შევძლოთ გავარჩიოთ ეს სწორი და მცდარი? ჩვენ ხომ უსუსური ადამიანები ვართ და მეტი არაფერი. ისიც კი არ ვიცით ერთი საათის შემდეგ ცოცხლები ვიქნებით თუ არა. როგორ უნდა განვსაზრვროთ სწორად ვიქცევით თუ მცდარად. ამისათვის ხომ კრიტერიუმებია საჭირო. ადამიანებმა მოიგონეს ათასგვარი კოდექსი, დაწერილი და დაუწერელი კანონები, ათასგვარი სისტემა, მაგრამ არცერთი არ გამოდგა სრულყოფილი, არცერთი…. მათ მთავარი დაავიწყდათ, რომ ეს სრულყოფილი სისტემა დიდი ხნის წინ შეიქმნა და ის შესაქმნელი კი არ იყო, მისი დანახვა იყო საჭირო. ეს სრულყოფილი სისტემა თავად ღმერთმა შექმნა. ღმერთმა, რომელმაც ყველაფერი იცის, რომელმაც ადამიანი შექმნა და არვინ იცის რა სჭირდება ამა თუ იმ ქმნილებას, როგორც თავად ამ ქმნილების შემოქმედმა. ადამიანები ხარჯავენ დროს და ქმნიან ათასგვარ სისტემებს, ცდილობენ შექმნან რაღაც სრულყოფილი და არ უნდათ დაინახონ, რომ ასეთი სისტემა უკვე არსებობს ჩვენ ადამიანებს ღმერთის კანონებზე მორჩილებით შეგვიძლია სწორის და მცდარი გარჩევა. ჩვენ გვაქვს საგანძური, ღმერთის საგანძური მაგრამ მასზე უარს ვამბობთ, თითქოსდა ჩვენ ძალიან ჭკვიანები ვიყოთ, არადა როგორც აღვნიშნეთ, ისისც კი არ ვიცით სინამდვილეში ერთი საათის შემდეგ ცოცხლაი ვიქნებით თუ არა. დემოკრატიის მათავარი ღირებულება – ადამიანის პირადი თავისუფლება ხომ რელიგიამ შემოვთავაზა. ყველა ადამიანის უფლება ხომ გათვალისწინებულია რელიგიის მიხედვით. რელიგიამ მოიტანა ქველმოქმედება, რელიგიამ მოიტანა ქონების გადასახადი და ჩამონათვალი ძალიან გრძელია იმისა, რაც რელიგიამ მოიტანა. არ არსებობს წვრილმანი, რომელსაც არ ითვალისწინებდეს რელიგია. ჩვენ კი ამ ყველაფრის დანახვა არ გვინდა. არ გვინდა ვაღიაროთ რომ ცვენ მცდარი გზით მივდივართ, ვშორდებით ჩვენს შემოქმედს. განა შეიძლება იცხოვრო საკუთარი ფესვების გარეშე? შეუძლებელია.
დღეს ადამიანთა უმრავლეოსბას შეუძლია თქვას, რომ ადამიანი თავისი არსების გაჩენის დღიდან დღემდე ძალიან შეიცვალა და განვითარდა. აეც არის ერთი შეხედვით. ერთი შეხედბით ეთქი და შეიძლება მკითხველმა ეს ერთი შეხედვით სიგიჟედ ჩამითვალოს და მითხრას:
რას ამბობ? როგორ თუ ერთი შეხედვით? შორს რომ არ წავიდთ ამ ცვლილების დასანახად, გასული საუკუნის შუა ხანებიდან დღემდე კაცობრიობის განვითარების საფეხური კმარა მაალითისთვის.
მაგრამ იმას თუ ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ერთი მხარეა მატერიალური მხარე, ადამიანის ბუნება და სული შეიცვალა განა? შეუძლია ვინმეს დარწმუნებით მითხრას, რომ ადამინის ბუნებაში რამე შეიცვალა? შეუძლია მითხრას ვინმემ, რით განსხვავდება ვინ იცის რამდენი ათასი წლის წინანდელი ადამიანისა და დღევანდელი ადამიანის ბუნება? არაფრით , აბსოლუტურად არაფრით. მაშინდელი დამიანიც და ახლანდელიც იბადებოდა, ბრძოლობდა სიცოცხლისთვის და კვდებოდა. რა განსხვავებაა? ის რომ მასინ ფეხით დადიოდნენ და ახლა მანქანით; ის, რომ მაშინ ადამიანების ვიწრო წრე იცნობდა ერთმანეთს, ახლა ფართო და ვითომ არ შეიცვლა ამით? არც არაფერი. მგონი ისე აუტანელი ერთმანეთისთვის ადმიანები არასდროს ყოფილან როგორც ახლა ცივილიზებულ ოცდამეერთე საუკუნეში. რა მოიტანა ოცდამეერთე საუკუნის ცივილიზაციამ? მაღალი კედელები, ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონი. თითქოს და გაიოლებული ცხოვრება უნდა მოეტანა ამ საგნებს, მაგრამ უფრო გართულდა ყველაფერი. ადამიანები ბუნებას და ერთმანეთს გაუუცხოვდნენ და ვირტუალურ სამყაროში დაიწყეს ცხოვრება… ვირტუალური სამყარო კი ვერასდროს ვერ არის ისეთი, როგორიც ბუნებრივი! ადამიანებმა აღარ იციან როგორ უნდა მოექცნენ ერთმანეთ რეალობაში, იმიტომ რომ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობენ. ცხოვრობენ მესენჯერში, ჩატში, სკაიპში და ვინ იცის სად აღარ. ეუბნებიან ერთმანეთს ლამაზ სიტყვებს, ფიქრობენ და წერენ და როდესაც პირისპირ ხვდებიან, აღარ იციან ერთმანეთს რა უთხრან. იმიტომ რომ ერთმანეთთან ურთიერთობა დაავიწყა ამ ყველაფერმა; ნამდვილი ურთიერთობა დაავიწყა; მათი ცხოვრება ვირტუალურ ილუზიად იქცა. თავისთავთან დარჩენილ ადმიანებად იქცნენ და ყველაფერმა ამან კი სიტყვას თავისი ფასი დაუკარგა. ადამიანებს დაავიწყადთ, რომ გულწრფელობის დაკარგვას იწევს ეს ყველაფერი. ვერასდროს იგრძნობს ადამიანი სიმართლეს გეუბნება თუ ტყუილს თვალებში თუ არ უცქერი მას პირისპირ.
სიტყვები, სიტყვები, ლამაზი, ბევრი, სხვისგან მოპარული, ნასესხები სიტყვები და უაზროდ გაფლანგული სიტყვები და დრო… უაზროდ გაფლანგული, ფესვებმოწყვეტილი, ტელეფონთან, კომპიუტერთან, მანქანის საჭესთან, დისკოტეკებზე, წარსულ და მომავალ დავიწყებული, უაზროდ გაფლანგული სიცოცხლე მოიტანა ოცდამეერთე საუკუნემ. იქნებ დავფიქრდეთ, გავიხსენოთ საიდან მოვედით, სად უნდა წავიდეთ და ისე გავაგრძელოთ სიცოცხლე. ყველა ის მატერიალური მონაპოვარი, რაც ოცდამეერთე საუკუნემ მოიტანა, იქნებ გამოვიყენოთ ჩვენს სასიკეთოდ; იქნებ ჩვენი ფესვები გაგვახსენდეს; იქნებ დავუახლოვდეთ ღმერთს, რომ შევძლოთ სწორის და მცდარის გარჩევა, რომ ჩვენი სიცოცლხე უაზროდ ჩაფერფლილი არ გამოდგეს და მოვიპოვოთ მეორე, მარადიული სიცოცხლე.