ისტერიული შიშიდან, ინფანტილურ გულგრილობამდე

ადამიანის ტვინი იღებს ინფრომაციას, ამუშავებს და აქედან გამოაქვს დასკვნები.

რომ შეძლოს მეტ ნაკლებად სწორი გადაწყვეტილების მიღება მას სჭირდება ზუსტი, სწორი ინფორმაცია.

დღევანდელ სამყაროში ყველა ცდილობს სიმართლის დამალვას ამა თუ იმ მიზეზით, ჩვენს გარშემო გავრცელებული ინფორმაცია ასახევს ამა თუ იმ ადამიანის შეხედულებას და არა სიმართლეს.

შეულამაზებელი ფაქტების ნაცვლად, ხელთ გვაქვს ამა თუ იმ პიროვნებისთვის მისაღები არც თუ სწორი ანალიზი.

ძირითადად გათვლილი ადამიანების დაშინებაზე სასურველი შედეგის მისაღებად.

მაგრამ შიში იძლევა შედეგს მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში, ადამიანი ეჩვევა ნებისმიერ საფრთხეს, რადგან ადამიანის ცნობიერშიც და ქვეცნობიერშიც კარგად არის გამჯდარი რომ სიკვდილი არის გარდაუვლობა და მას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაექცევა, აქედან გამომდინარე ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ის სიკვდილის შიშს არჩევს თავისუფალ ცხოვრებას თუნდაც იმ მოკლე პერიოდში რაც დარჩენია, მუდმივი შიშით ნელ-ნელა სიკვდილს, უცაბედი სიკვდილი ურჩევნია

ამგვარად ისტერიული შიში გადასდის ინფანტილურ გულგრილობაში, და მის გარშემო მოხდარ არცერთ მოვლენაზე არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს.

ზუსატად ამის გამოძახილის ის მდგომარეობა რაც ჩვენს გარშემო ხდება.

ბატონებო იქნებ ცოტა დაფიქრდეთ, ისტორიას გადახედოთ, ადამიანები ყოველთვის აღწევენ შიშს თავს, იქნებ იმაზე იზრუნოთ თავისუფალი, მოაზროვნე, პასუხსიმგებლობის მქონე საზოგადოება მართოთ.

მანიპულაცია მხოლოდ სუსტი ადამიანების მისწრაფებაა, ძლიერ ადამიანებს ადამიანების დარწმუნების უნარი გააჩნიათ.

პ.ს აქ გონებაშეზღუდული არავინ არ არის, სიცოცხლის ფასიც ყველამ კარგად იცის, თავისუფლებისაც და სხვა ყველა ფასეულობისა, უბრალოდ სწორი ინფორმაცია სჭირდება ტვინს რომ სწორი დასკვნების  გამოტანა შეძლოს.