
ადამიანი უნდა იყოს უფლის მონა და თავის უფალი

დღეს, როდესაც თავისუფლებაზე ყველა საუბრობს, იშვიათად ვხვდებით ნამდვილი თავისუფლების ჭეშმარიტ არსს. ხშირად თავისუფლებას ვთვლით იმ შესაძლებლობად, რომ მივიღოთ ის, რაც გვინდა,მაგრამ ამ გზაზე ადამიანები ხდებიან სურვილების, სხვების აზრებისა და მატერიალიზმის მონები. და აი, იქ, სადაც გონება და გული უკვე დაქვემდებარებულია ათას რამეს, ჩნდება ერთი მარტივი, მაგრამ ღრმა აზრი: ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი და უნდა ემორჩილებოდეს მხოლოდ ღმერთს.
ყველაფერი გვიჩვენებს, რომ ადამიანი მონობისკენ მიდრეკილია
- ემონება სოციალური აღიარების წყურვილს
- ემონება ფინანსურ მიზნებს
- ემონება სხვისი აზრის შიშს
- და ყველაზე ხშირად — საკუთარ ვნებებს
ღმერთის მონობა ერთადერთი არჩევანია, რომელიც თავისუფლებას არ წაგართმევს, არამედ დაგიბრუნებს. სხვა ყველაფერი ითხოვს საკუთარი თავისგან დაშორებაას. ღმერთის გზაზე კი ხდება პირიქით — მისი გზით დაბრუნდები საკუთარ ჭეშმარიტ სახესთან
- ღმერთის არ არის დამორჩილება ძალადობით — ეს არის ნებაყოფლობითი აღიარება, რომ არსებობის ჭეშმარიტი აზრი, შენ აზრზე უკეთესი
თავისუფალი ადამიანი საკუთარ თავზე ბატონობს
- ის არავის ემორჩილება — გარდა ჭეშმარიტების
- იცის როდის იდუმალი სიჩუმე სჯობს ხმამაღალ პროტესტს
- იცის რომ ნებისყოფა და რწმენა სიძლიერეა, და არა სისუსტე ადამიანმა უნდა გადალახოს თავისი ეგო, ვნებები, შიში, და მხოლოდ მაშინ გახდება იმ თავისუფლების ღირსი, რასაც ღმერთის მონობა ჰქვია. დასკვნა: ის, ვინც საკუთარ თავს ადამიანებს უქვემდებარებს იკარგება. ის, ვინც საკუთარ თავს ღმერთს მიანდობს თავისუფლდება. ამიტომ ეს გზა არის გზა, სადაც მორჩილებით ხდება თავისუფლების მოპოვება, მონობა არის ძალა, და რწმენა გადებული ხიდი საკუთარ ნამდვილ თავისუფლებამდე.