
ახალი პროდუქტი და წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორები
თითოეული კომპანიისა და საწარმოს მთავარი მიზანი უმეტეს შემთხვევაში მაქსიმალური მოგების მიღებაა. ამისათვის კი უამრავი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. განსაკუთრებულ ყურადღებას კი პროდუქტის დაგეგმვა და განვითარება საჭიროებს, არსებული გარემო პირობების გათვალისწინებით.
ყველა პროდუქტი იქმება რაღაც იდეიდან, კარგი იდეა კი წარმატების პირველი ნაბიჯია.
ერთი წარამტებული პრდოუქტის შესაქმნელად საჭიროა არაერთი იდეის დამუშავება და მას სჭირდება კარგი ეკონომიკური გათვლა. ახალი პროდუქტის შესაქმნელად საჭიროა შემდეგი ეტაპების გავლა:
- იდეის ჩამოყალიბება
- პროექტის დაგეგმვა
- პროდუქტის განვითარება
- ბაზრის შესწავლა
- ახალი პროდუქტის ბაზარზე გამოტანა/გაყიდვა
იდეის ჩამოყალიბება კი თავის მხრივ სამ ძირითად გასათვალისწინებელ კატეგორიას შეიცავს:
- სტრატეგიული რისკი- როდესაც ახალი პროდუქციის მიზანი და როლი არ შეესაბამება ორგანიზაციის სპეციფიკურ მოთხოვნებს;
2.საბაზრო რისკი – საშიშროება იმისა, რომ ახალი პროდუქტი ვერ დააკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს;
- შიდა რისკი – როდესაც ახალი პროდუქტის განვითარება არ მიმდინარეობს გაწერილ დროსა და ბიუჯეტში.
პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანა ყველაზე რთული პროცესია, მომხმარებელზე 8 უმთავრესი კრიტერიუმი მოქმედებს:
- რამდენად კარგად ასრულებს პროდუქტი თავის ფუნქციას?
- აქვს თუ არა პროდუქტს რაიმე უნიკალური თვისება რომელიც მყიდველისთვის მნიშვენლოვნი იქნება?
- რამდენად გამძლეა პროდუქტი ანუ რამდენად კარგად იმუშავებს გარკვეული დროის განმავლობაში?
- შეესაბამება თუ არა პროდუქტი გარკვეულ სტანდარტებს?
- რამდენხანს იქნება პროდუქტი კარგა მდგომარეობაში?
- რამდენად სწრაფად და ადვილად შეიძლება პროდუქტთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა?
- რამდენად შეესაბამება პროდუქტი ისეთ შეგრძნებებს როგორებიცაა მაგალითად მხედველობა, სუნი, გემო, სმენა ან გრძნობა?
- რამდენად კარგია პროდუქტთან დაკავშირებული ყველა საკითხი, როგორიცაა: ფიზიკური მახასიათებლები (დიზაინი), მწარმოებელი, ბრენდის იმიჯი, ფასი?
ამის გარადა არსებობს მიზეზები რომელმაც შესაძლებელია ახალი პროდუქტის წარუმატებლობა განაპირობოს
- არ განსხვავდება კონკურენტი პროდუქციისაგან
- პროდუქტის დაბალი ხარისხი
- ფასისა და ხარისხის შეუსაბამობა
- არასაკმარისი მარკეტინგული მხარდაჭერა
- ბაზრის პოტენციის არასწორი შეფასება
- წარმოებისა და საბაზრო ფასის არასწორი შეფასება
- არასწორი დისტრიბუციის გზა
- სწრაფი ცვლილება ბაზარზე, ახალი პროდუქტის წარმოების შემდეგ.
საბოლოო ჯამსი ნათელია რომ ახალი პროდუქტის დაგეგმვისას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მარკეტინგულ და ტექნიკურ კვლევას. ახალი პროდუქტის დაგეგმვის პროცესში აუცილებელია პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, მაგალითად როგორიცაა:
- შეიძლება თუ არა პროდუქტის დაპატენტება?
- როგორი ფასი, მასალა, დიზაინი და ფერი შეესაბამება ახალ პროდუქტს?
- როგორია ფასების სტრატეგია?
- როგორ იგეგმება მოგება?
ამ ფაქტორების გათვალისწინება ნამდვილად დაეხმარება ადამიანებს წარმატებული ბიზნესის წარმოებაში. მათ კრახს უმეტეს შემთხვევში ამ ყველაფრის გაუთვალისწინებლობა განაპირობებს.