აუცილებლად გავიმარჯვებთ

საქართველოს ისტორია სისხლით მორწყული ფურცელია. 8 აგვისტოც ერთ ერთი ასეთი ფურცელია. ტკივილით სავსე, სისხლით და ცრემლით გაჟღენთილი ფურცელი. თუმცა ეს ხომ ომი არ იყო ბრძოლა იყო, ხანგრძლივი ომის ერთი მცირე ეპიზოდი. ასე რომ ომი არა, მხოლოდ ბრძოლა წავაგეთ. ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ, იმიტომ რომ ჩვენი ომია, ჩვენი სამშობლოა, ჩვენი ტკივილია, იმიტომ რომ მართლები ვართ. სხვისას არაფერს ვითხოვთ, ისე როგორც მთელი ისტორიის მანძილზე, მხოლოდ ჩვენსას ვიცავთ. მთავარია გვახსოვდეს რომ არასდროს უნდა დანებდე და უნდა იბრძოლო ბოლომდე და აუცილებლად მოიგებ ომს.