აზროვნება ,,კიოსაკი” სებურად

ადამიანის ცხოვრება მთლიანად მის აზროვნებაზეა დამოკიდებული. ადამიანი ადრე თუ გვიან აკეთებს იმას რაც მის აზროვნებაში ყალიბდება. ამიტომაც აზრებთან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
სამყარო სარკესავით გვირეკლავს.
ადამიანები იმიტომ კი არ არიან ღარიბები რომ ცოტას გამოიმუშავებენ, არამედ ეს ყველაფერი მათი აზროვნების და მოქმედების შედეგია.
ადამიანები ძირითადად მუშაობენ ფულისთვის, მათი აზროვნება აქეთკენაა მიმართული, მაგრამ სინამდვილეში იმისთვის რომ წარამტებას მიაღწიო ფულისთვის არ უნდა იმუშაო, ფულმა უნდა იმუშაოს შენთვის.
ღარიბი და საშუალო კლასი ფულისთვის შრომობს.
მდიდარი კლასი კი ფულს აიძულებს მათთვის იმუშაოს.
ფულისთვის მუშაობა ადამიანს ფულის მონად აქცევს. ფული აკონტროლებს მათ ემოციებს, სურვილებს მაშასადამე მათ სულებსაც. ადამიანები ამ ხაფანგში ისე არიან გახვეული რომ ვერც კი ამჩნევენ სინამდვილეს. ადამიანები ემორჩილეიან შიშის გრძნობას, ნაცვლად იმისა რომ მოუსმინონ საუთარ თავს საკუთარი გრძნობების შესახებ. ადამიანს ადამიანად ემოცია აქცევს. სიტყვა ემოცია ნიშნავს ენერგიას მოქმედებაში. იყავი მართალი შენს ემოციასთან, გამოიყენე გონება და ემოცია შენს სასარგებლოდ და არა შენს საზიანოდ .
დააკვირდი მაგრამ არ შეეწინაღმდეგო შენს ემოციებს. სწორედ ემოციები აყალიებებს ადამიანის აზროვნებას. თქვენი ემოციები თქვენი ემოციებია მაგრამ თვქენ ვალდებული ხართ თვქენი აზროვნების ჩამოყალიბება ისწავლოთ. თქვენს ემოციას არ მისცეთ თქვენი მართვის საშუალება, აკონტროლეთ თქვენი აზრები. ადამიანთა უმრავლესობას არ შეუძლიათ აკონტროლონ თავიანთი ემოციები მთელ ცხოვრებას ფულის დევნაში, სიხარბესა და საიმედო სამსახურის დევნაში ატარებენ.
მტანჯველია მთელი ცხოვრების შიშში გატარება, ოცნებების გვერდზე დატოვება. ცინიზმი და შიში ხელს უშლის ადამიანს თავი დააღწიოს სიღარიბეს.
გულმოდგინე მუშაობა ფულისთის იმ იმედით რომ ფული ბედნიერებას მოგიტანს ისეთივე სისასტიკეა როგორიც ტანჯვა.
არ მისცეთ ფულს უფლება თქვენი ცხოვრება განაგოს.
ისწავლეთ თქვენი ემოციების გამოყენება რომ იფიქროთ და არა იფიქროთ ემოციურად.
როცა გამოეთხოვები ფულისთვის მუშაობის აზრს აიძულებთ ფულს იმუშაოს თქვენთვის. ეს კი ნიშნავს რომ მოიპოვებთ თავისუფლებას.
ფული ძალაუფლების ერთ-ერთი სახეა. ძალაა, მაგრამ ფინანსური განათლება კიდევ უფრო დიდი ძალაა. იმიტომ რომ ფული მოდის და მიდის, მაგრამ თუ თქვენ იცით როგორ ამუშაოთ ფული შეგიძლიათ სიმდიდრის მშენებლობა დაიწყოთ.
ადამიანთა უმრავლესობა მხოლოდ საუბრობს სიმდიდრეზე, მაგრამ არ ცდილობს იბრძოლოს გამდიდრებისთვის.
როგორც აღვნიშნეთ პირველი პრინციპი რომ გამდიდრება დაიწყო ფულისთვის არ უნდა იმუშაო, ფულმა უნდა იმუშაოს შენთვის.
მეორე პრინციპი ფულის გამომუშავებისთვის სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარია.
მესამე პრინციპი გაანალიზე და გაიგე, რა არის შენი წარუმატებლობის მიზეზი.
ხშირად ადამიანები იმიტომ ვერ გამოიმუშავებენ ფულს რომ პანიკურად ეშინიათ მისი დაკარგვის.
როცა ფულის უკმარისობას განიცდით წნეხის ქვეშ ნუ მოექცევით
უნდა გახდე ფულის მონა კი არა ფულის ბატონი
ადამიანი თუ იფიქრებს რომ მას უნდა იყოს მდიდარი დაიწყებს ამის მიხედვით მოქმედებას ყოველდღიურად.
ბიზნესის დასაწყებად საჭიროა
ფულის ნაკადის მართვა
ადამიანების მართვა
საკუთარი დროის მართვა
შეწყვიტეთ იმის კეთება რასაც აკეთებთ; შეაფასეთ და მხოლოდ ის აკეთეთ რაც გამოგადგებათ.
რა აღმოჩნდება თქვენს ჯიბეში თქვენს გონიერებაზეა დმოკიდებული
ყველას აქვს ნაბოძები ორი უდიდესი ძალა გონება და დრო თქვენი გადასაწყვეტია როგორ მოექევით მათ.