ჩვენ სამყაროს ნაწილი ვართ

სამყარომ გადატვირთვა გადაწყვიტა, მაგრა როგორც ყოველთვის ჩვენ ეს ვერ შევამჩნიეთ. ვითომც არაფერი მომხდარა გავაგრძელეთ ცხოვრება ისევ ისე როგორც აქამდე და ცოტა უარესადაც კი.

ვითომც ადამიანები კი არა სხვა ყველაფერია მნიშვნელოვანი დედამიწაზე, ვითომც სული საერთოდ არ არსებობდეს, ვითომც მატერიალურია მთავარი  – შემინებული შენობები, ბოლო მოდელის ავტომობილები, სმარტფონები, ახალი კაბა, ახალი ფეხსაცმელი. ვითომც კომპიუტერთან, მაღალ კედელბში, მანქანის საჭესთან, დისკოტეკაზე გატარებული დრო ადამიანებთან გატარებულ დროზე უფრო მნიშვნელოვანია, ვითომ სხვა ადამიანები არაფერში გვჭირდება.

ვითომ ჩვენ კი არ ვართ სამყაროს ნაწილი, სამყაროა ჩვენი ნაწილი და ჩვენი სურვილების შესაბამისად მოეწყობა, უზრუნველყოფს რომ არაფერმა შეგვაწუხოს საკუთარი კომფორტის გარდა.

ვითომ სამყარი კი არ აწესებს წესებს, ეს ჩვენ ვწყვეტთ რა არის მთავარი და რა მეორეხარისხოვანი.

სადღაც ბავშვი გადასახლდა სამუდამო სამყოფელში, ბავშვი რომელმაც არც კი იცოდა რომ დროებით იყო ამქვეყნად მოვლენილი, ან ჯერ ისევ მარადისობაში მყოფი სული იმ ხიდის გაუვლელად, რასაც დედამიწა ჰქვია დაუბრუნდა საწყისს, მაგრამ ჩვენ რა, ჩვენ ხომ ბოლო მოდელის სმარტფონი გვაქვს ხელში, სელფი ხომ გადავიღეთ ლამაზი ხედის ფონზე და ვირტუალურ რეალობაში ბევრი ,,ლაიქიც“ ხომ გავაქვს, საოცარი ემოციებით ხომ დავიტვირთეთ რაც მთავარია, მერე რა რომ ჩვენს გარშემო ბევრ ადამიანს უბრალოდ სუნთქვა უჭირს, სტკივა, იბრძვის მთელი ძალებით სიცოცხლისთვის მაგრამ მარცხდება და ტოვებს სამუდამოდ ამ ჯოჯოხეთად ქცეულ დედამიწას. ჯოჯოხეთად ქცეულ დედამიწას, რომელიც ღმერთმა სამოთხედ შექმნა, მაგრამ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ის ჯოჯოხეთი ყოფილიყო.