
ჩვენც ვაზროვნებთ

სხვადასხვა ჯგუფებად დაყოფილი ადამიანები გვაწვდიან ინფორმაციას, ბევრ ინფორმაციას. ეს არ არის უბრალოდ ინფორმაცია, ამ ინფორმაციას ახლავს ბევრი განმარტება, ბევრი ანალიზი. ეს განმარტებები და ანალიზი გაკეთებულია ხან თავიანთი გადასახედიდან, ხან თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე. ზოგი ტყუილია, ზოგი მართალია და ყველა ფიქრობს რომ ჩვენ უბრალოდ ბრმად უნდა გვჯეროდეს მათი სიტყვების, უბრალოდ თვლიან რომ ჩვენი ტვინს აზროვნება არ შეუძლია.
ცდებით ბატონებო, შეიძლება იმ წამს რაღაც დავიჯეროთ კიდეც, მაგრამ ჩვენი ტვინი არ არის მოკლებული ანალიზის უნარს. სულ რომ ჩვენმა ცნობიერმა ვერ მიხვდეს, ჩვენი ქვეცნობიერის ალგორითმები აუცილებლად დაამუშავებს ყველა მიღებულ ინფორმაციას და გაფილტრავს. შეიძლება ზოგს მეტი დრო დასჭირდეს, ზოგს ნაკლები დრო. საბოლოოდ მაინც შეძლებს გაანალიზებას.
უბრალოდ, ძალიან უბრალოდ იდექით სიმართლის მხარეს, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს და ნახავთ რომ ყველაფერი მარტივია. ადამიანების ნდობის მოპოვებასაც შეძლებთ, პატივისცემასაც დაიმსახურებთ, არც მანიპულირება დაგჭირდებათ.
უბრალოდ მშრალი ფაქტები მოგვაწოდეთ და დაგვიტოვეთ ადგილი აზროვნებისთვის, თქვენგან უბრალოდ მშრალი ფაქტები გვჭირდება და თვითონ შევაფასებთ.
დარწმუნებული იყავით რომ ვაზროვნებთ, და არც თუ ისე ცუდად.
შეიძლება უკეთესადაც კი.
შეიძლება ჩვენი ნააზრევი ზოგჯერ უფრო სწორიც იყოს.
უბრალოდ ილაპარაკეთ სიმართლე, შეეცადეთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, გარწმუნებთ უბრალო მოკვდავებსაც შეგვიძლია აზროვნება.