
კანონები რომლითაც ცხოვრობს სამყარო

1. სიცარიელის კანონი: თუ თქვენ გჭირდებათ ახალი ფეხსაცმელი გადაყარეთ ძველი. თუ თქვენ გჭირდებათ ახალი ტანსაცმელი გაათავისუფლეთ თქვენი კარადა ძველისაგან. თქვენ თქვენი ნება სურვილით უნდა დაემშვიდობოთ საკუთარ სტერეოტიპებს.
2. ცირკულაციის კანონი: იყავით მზად, გამოემშვიდობოთ იმას რასაც თქვენ ფლობთ, რათა მიიღოთ ის რაც თქვენ გსურთ.
3. წარმოსახვის კანონი: თავდაპირველად განვითარება უნდა დაინახოთ თქვენს გონებაში. თქვენი იდეალი აღწერეთ და ის არავის აჩვენოთ, მხოლოდ მათ ვისაც ენდობით. შეინახეთ სადმე და თავისუფალ დროს წაიკითხეთ ხოლმე.
4. ხელოვნების კანონი: ადამიანს შეეუძლია ენერგიის დახმარებით განავითაროს თავისი წარმოსახვის, იმტუიციისა და აზროვნების უნარი.
5. გაცემისა და მიღების კანონი: თუკი თქვენ რამეს გასცემთ ათმაგად დაგიბრუნდებათ. როცა თქვენ იღებთ სიკეთეს მნიშვნელოვანია რომ ის გარშემომყოფებს გაუნაწილოთ. თუკი თქვენ გაქვთ საჩუქარი და თქვენ არ იყენებთ მას, თქვენ შეურაცხყოფთ თქვენ ღვთაებრივ არსს. საჭიროა პატივისცემით მოეკიდოთ თქვენ შესაძლებლობებს, თქვენ უნდა გიხაროდეთ ის რაც გაგაჩნიათ და უნდა გაუნაწილოთ ის სხვებს. თუკი თქვენ მას ანაწილებთ იზიდავთ მეტ სიკეთეს ცხოვრებაში.
6. განაწილების კანონი: სამყაროს ყოველთვის მიაქვს თავისი მეათედი. ეს მადლიერების ნიშანია, ყველაფერ იმის 10 % რაც თქვენ გაგაჩნიათ. თქვენ არასდროს არ იცით თქვენი მეათედი როგორ დაგიბრუნდებათ. ფული – ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ ის შეიძლება მოვიდეს როგორც რაღაცასთან შერიგება, როგორც ახალი მეგობრული ურთიერთობა, როგორც გამოჯანმრთლება და ა.შ
7. პატიების კანონი: თუკი თქვენ არ შეგიძლიათ აპატიოთ ადამიანებს თქვენ ვერ მიიღებთ თქვენ სიმდიდრეს. თუკი თქვენი სული სავსეა სიძულვილით, მასში სიყვარულის ადგილი არ რჩება. თქვენ უნდა განთავისუფლდეთ უარყოფითი გრძნობებისგან, რომლებიც თქვენ არ გაძლევთ სიმშვიდის საშუალებას.