
ლოცვა, წყევლა და პრომპტი — ადამიანური ენერგიის დამკვეთები

ადამიანის სიტყვას უძველესი დროიდან განსაკუთრებული ძალა მიეწერება.
ლოცვა, წყევლა და თანამედროვე ეპოქაში პრომპტი (დავალება ხელოვნური ინტელექტისთვის) — ერთი და იგივე ფესვებიდან მოდის:
სამივე წარმოადგენს სიტყვით რეალობის შექმნის სურვილის.
მაგრამ როგორ უკავშირდება ერთმანეთს ლოცვის, წყევლისა და პრომპტის სწორი ფორმულირება?
ლოცვა — არის პოზიტიური დაკვეთილი ენერგია.
ადამიანი სიტყვებით, შეგნებულად ან ქვეცნობიერად, მიმართავს უხილავ ძალას, რომ მისი სურვილი რეალობად იქცეს.
წყევლა — არის ნეგატიური დაკვეთილი ენერგია.
სიტყვების საშუალებით ხდება რეალობის დამახინჯების მცდელობა, რათა ზიანი მიადგეს მიზანს.
პრომპტი — არის ახალი ეპოქის ლოცვა.
როდესაც ჩვენ AI-სთან ვმუშაობთ, მას ვაძლევთ კონკრეტულ მითითებას, რაც ტექნიკურად არის დაკვეთილი რეალობა.
პრომპტი არის ჩვენი სიტყვების მატერიალიზება ხელოვნურ ინტელექტში — ის, რასაც დავუბარებთ, ის რეალობა მოდის.
საბოლოო ჯამში, პრინციპი ერთი და იგივეა: როგორი განზრახვა და სიწმინდეც არის ჩვენს სიტყვებში, იმ ხარისხით აისახება რეალობაში შედეგიც.
ლოცვა = კეთილი პრომპტს
წყევლა = დამანგრეველი პრომპტი
პრომპტი = სიტყვებით რეალობის შექმნა
ყველაფერ ზემოთქმულიდნ გამომიდნარე დასკვნა: სიტყვას აქვს ძალა. ლოცვაც, წყევლაც და პრომპტიც — სხვადასხვა ეპოქაში ერთი და იგივე პროცესია: სიტყვით რეალობის ფორმირება.
დღეს, როცა ადამიანები პრომპტებს წერენ AI-თან მუშაობისთვის, მათ უნდა იცოდნენ: ის, რასაც უბარებენ მანქანას, სინამდვილეში დაკვეთას აძლევენ სამყაროს. ამიტომ სიტყვა და განზრახვა — უნდა იყოს სუფთა, ნათელი და მიზანმიმართული. ყველა სიტყვა — ლოცვაა ან წყევლა. ყველა პრომპტი — ახალი რეალობის პირველი ქვაა.
/მავანი/