
სამყარომ ,,გადატვირთვა“ გადაწყვიტა

ალბათ ასე გასაგები არასდროს ყოფილა სოკრატეს სიტყვები მე ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი.
ალბათ ახლა ის დროა როცა ყველას კარგად ესმის მარკესის სიტყვები იცხოვრე ისე თითქოს ეს შენი სიცოცხლის ბოლო დღეა.
ალბათ ასე მძაფრად ადამიანებს არასდროს შეუგრძვნიათ საკუთარი უძლურება.
ალბათ ადამიანებს არასდროს დაუნახავთ ასე კარად რომ ფულით ყველაფერს ვერ იყიდი.
ალბათ ადამიანებს ასე კარგად არასდროს დაუნახავთ რომ სოციალური სტატუსი არ წაროადგენს იმუნიტეტს.
ალბათ ადამიანებს ასე კრგად არასდროს დაუნახავთ რომ ერთმანეთის გარეშე არსებობას არავითარი აზრი არა აქვს.
ალბათ ადამიანებს ასე კარგად არასდროს შეუგრძვნიათ რომ ის შეიძლება იყოს შემდეგი.
ალბათ ადამიანებს ასე კარგად არასდროს დაუნახავთ რომ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი არ არის.
სამყარომ გადატვირთვა გადაწყვტა, ჩაიტვირთება თავიდან და ისევ მოგვცემს საშუალებას ჩვენი ,,დესკტოპი“ ჩვენი სურვილისდა მიხედვით დავალაგოთ.
სამყარო კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას ყველაფერი დავალაგოთ და თუ ისევ დაინახავს ჩვენს მიერ დანაგვიანებულ ოპერატიულ სისტემას კიდევ ერთხელ გადაიტვირთება.