
სისულელეების წინაშე ღმერთიც კი უძლურია.

ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ასრულებს გადმწყვეტ როლს ყველა ბრძოლაში, როგორი ბრძოლაც არ უნდა იყოს. სიმშვიდე არის ის იარაღი რომელიც გვმატებს სულიერ სიძლიერს, გვიძლიერებს იმუნიტეტს და გვაძლევს საშუალებას ვიაზროვნოთ, მოვიქცეთ პრაგმატულად და დავიცვათ თავი.
შიში და პანიკა არის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი უშვებს შეცდომებს, რომელებიც მოცემულ მომენტში აყენებს სერიოზულ ზიანს და შემდგომში მის აღმოფხვრას წლები სჭირდება. ყველა რთული სიტუაცია ადამიანს აიძულებს დაიწყოს აზროვნება და მოძებნოს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან. ეს არის თითგადარჩენის ინსტიქტი.
ფისოქოლოგიისთვის ისეთივე საშიშია დაუდევრობა, ზედემტი თავდაჯერებულობა როგორც შიში.
ზედმეტი თავდაჯერებულობა აქვეითებს თვითგადარჩენის ინსტიქტს.
ადამიანს შეუძლია ყველაფრის გადალახვა თუ მასში ერთდროულად არის თავმოყრილი პრაგამატული აზროვნების უნარი, გამბედაობა, ღვთის რწმენა, მოყვასის სიყვარული, ზრუნვა საკუთარ თავსა და სხვებზე. ფიქრი არა მხოლოდ გადარჩენაზე არამედ იმაზე თუ როგორ უნდა გადარჩეს რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით და როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება შემდეგში.
დავძლიოთ შიში და ნუ ვიქნებით ზედმეტად თავდაჯერებულები, მივენდოთ ღმერთს, მაგრამ ნუ გადმოვხტებით ღმერთის იმედად მე-5 სართულიდან და ნუ დავაბრალებთ ღმერთს ჩვენს სისულელეს.
სისულელეების წინაშე ღმერთიც კი უძლურია.