
თავისუფლება შიშია

თავისუფლება შიშია, არსებულ შიშებს შორის ყველაზე ძლიერი შიში.
თავისუფლება სააშკარაოზე გამოტანილი შენი შინაგანი მეა.
თავისუფლება ეს არის მდგომარეობა როცა შენს ყველა ქმედებასა და სიტყვაზე მხოლოდ და მხოლოდ თავად ხარ პასუხისმგებელი და მეტი არავინ, მხოლოდ შენ. ეს არის უფლება თვითონ განაგო ცხოვრება ისე როგორც საჭიროდ მიგაჩნია, იტვირთო იმდენი პასუხისმგებლობა რამდენის ტვირთვაც შეგიძლია, თავს იმდენის უფლება მისცე რამდენის მიცემაც შეგიძლია. ეს არის მდგომარეობა როცა საკუთარ თავზე მხოლოდ და მხოლოდ თავად ხარ პასუხისმგებელი და როცა შენი უფლებები მთავრდება იქ სადაც სხვისი უფლებები იწყება.
თავისუფლება ეს პასუხიმგებლობის გრძნობაა უპირელეს ყოვლისა საკუთარი თავის წინაშე, ეს არის მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისგან, ეს არის მდგომარეობა როცა იცი რომ ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, მხოლოდ შენი ბრალია რაც შენს თავს ხდება. ეს მდგომარეობაა როცა თავად ეძებ გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან და პოულობ კიდეც. არასდროს ეძებ დამნაშავეს ეს ნაკლებად საინტერეოსა,
თავისუფლება იმდენად დიდი პასუხიმგებლობაა, რომ მისი ეშინიათ კიდეც ადამიანებს. თავსუფლება ეს მუდმივი ბრძოლაა.
თავისუფლება ეს არის უნარი გაავლო საზღვარი საკუთარსა და სხვის უფლებებს შორის, და არასდროს გადაკვეთო ის საზღვარი უნებართოდ.
თავისუფლება შიშია, კომფორტის ზონიდან გამოსვლის შიში, პასუხისმგებლობის შიში, სხვისი უფლებების დაცვის შიში.
ყველაზე დიდი შიშია თავისუფლების შიში.
დავძლიოთ შიში და მოვიპოვოთ თავისუფლება. მოვიპოვოთ თავისუფლება და გავხდეთ საკუთარი თავის უფალი, გავხდეთ საკუთარი თავის უფალი და ამგავარდ მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე.