
თქვენით მანიპულირებენ

სიცოცხლე არის ადამიანისთვის მთავარი ღირებულება
თუ არ არსებობს სიცოცხლე, სხვა არაფერიც არ არსებობს.
მიუხედავად იმისა რომ ყველა ადამიანმა იცის სიკვდილის გარადაუვლობის შესახებ, მაინც პანიკურად ეშინია სიკვდილის.
სიცოცხლის სიყვარული იმდენად ძლიერია რომ არაფრით შეუძლია შეეგუოს სიკვდილს.
ამიტომაც ყველაზე მეტად ეშინია იმის რასაც სიკვდილი მოაქვს.
თუკი მოახერხებ ადამიანში გააღვიძო სიკვილის შიშზე გაუთავებელი ფიქრი, შეძლებ მისით მანიპულერებას.
სწორად ამიტომ ხელისუფლება გაუთავებლად საუბრობს ომზე, რომ ადამიანებმა გაუთავებლად იფიქრონ სიკვდილზე, იცხოვრონ შიშის ქვეშ და ამგვარად მისცენ მათ მანიპულერების საშუალება.
მას შემდეგ რაც უკრაინაში ომია მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა.
იმისათვის რომ ევროპამ მიიღოს რუსეთისგან დამოუკიდებლად ენერგო რესურსები, ამისათვის სჭირდება გზა და ეს გზა საქართველოზე გადის.
ამიტომაც ჩვენ სულ არაფერ შუაში ვართ, საკუთარი უსაფრთხოებისთვის, საკუთარი კეთილდღეობის დაცვისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ჩვენთან იყოს მშვიდობა. მათი კეთილდღეობის და უსაფრთხოების გზა ჩვენზე გაივლის და მაგიტომ.
ჩვენ ვართ ევროპის სიცოცხლის გზა.
ეროპას ომი აქ არაფერში სჭირდება.
ასე რომ ხელისუფლება ცდილობს დათესოს შიში და ამგვარად იმანიპულიროს ჩვენით საკუთარი ძალაუფლების, ფულის, გავლენების შესანარჩუნებლად.
ნურავის მისცემთ უფლებას თქვენით იმანიპულირონ.
შიში მხოლოდ ილუზიაა და არავითარი საერთო არ აქვს ჭეშმარიტებასთან.