უძველესი კომპანიები

მე-19 საუკუნის შუახანებამდე არც თუ ბევრი კომპანია არსებობდა მსოფლიოში. მათი რიცხვი 2 ათასეულს არ აღემატებოდა და საერთო რაოდენობა შეადგენდა 1932-ს, რომლებიც განალაგეული იყო 44 ქვეყანაში. მათგან პირველი კომპანია იაპონიაში 578 წელს დაარსდა.

ამ კომპანიებისგან 405 იაპონიაში იყო განალაგებული, 484 გერმანიაში, 279 აშშ- ში, 221 დიდ ბრიტანეთში, 118 შვეიცარიაში, 90 საფრანგეთში, 84 ავსტრიაში, 53 იტალიაში და დანარჩენი სხვა ქვეყნებში. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ პირველი კომპანია იაპონიაში გაჩნდა 578 წელს, ,,კონგო გუმი” სამშენებლო კომპანია, რომელმაც 2007 წლამდე იარსება, სამწუხაროდ კომპანია 2007 წელს გაკოტრდა.

ამის შემდეგ საუკუნე ნახევრის შემდეგ გაჩნდა მეორე კომპანია, ასევე იაპონიაში. ეს გახლდათ სასტუმრო  Nisiyama Onsen Keiunkan, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.

. პირველი კომპანია რომელიც წარმოებას ეწეოდა ასევე იაპონიაში გაჩნდა 771 წელს. კომპანია Genda Shigyo  როემლიც დღემდე აწარმოებს ქაღალდის ჩანთებს, მოსაწვევ და მისალც ბარათებს და წარმატებით  ფუნქციონირებს.

იაპონიის შემდეგ მეორე ქვეყანა სადაც კომპანია გაჩნდა ავსტრია იყო 803 წელს, რესტორნის სახით რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.

ეს ექსკურსი თვალანეთელს ხდის რატომაა იაპონია მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ქვეყანა. საქართველოში პირველი კომპანია 1866 წელს გაჩნდა  ბანკის სახით და შეიძლება ითქვას რომ ბანკი დღემდე ყველაზე მომგებიანი ორგანიზაციაა საქართველოში.