ვეძებ ადამიანს

ბევრს ვფიქრობ, ვიყურები ირგვლივ და ვეძებ ადამიანს.

ვეძებ ადამიანს, თვალებში ვარსკვლავებით;  ვეძებ ადამიანს გულში ღიმილით; ვეძებ ადამიანს, მადლიერს სიცოცხლის გამო; ვეძებ ადამიანს, რომელიც მღერის მხოლოდ იმიტომ რომ ემღერება; ვეძებ ადამიანს ოცნება სიცოცხლედ რომ უღირს; ვეძებ ადამიანს ვინც ჯიუტად ეძებს ტაძრისკენ მიმავალი გზას; ვეძებ ადამიანს ვინც მოუთმენლად ელოდება მზეში წვიმას, რათა ცისარტყელა დაინახოს. ცისრატყელა კი იმისთვის სჭირდება რომ გადაახტეს ზემოდან და სხვა ადამიანად იქცეს. ვეძებ ადამიანს რომელმაც იცის რომ ადამიანია და არა ანგელოზი; ვეძებ ადამიანს ვინც იცის რომ ასჯერ რომ შეცდეს მაინც უნდა ენდოს სანდოს; ვეძებ ადამიანს, ვისთვისაც უცხო არ არის ცოდვა; ვეძებ ადამიანს ვისაც ხელში ვარდი უჭირავს ცოდვილისთვის მისართმევად; ვეძებ ადამიანს ვინც ჩაქოლილს წამოაყენებს; ვეძებ ადამიანს ვინც ცისარტყელას მიღმა მზის სხივს ხედავს; ვეძებ ადამიანს ვინც წვიმის მიღმა ღრუბლებს ხედავს; ვეძებ ადამიანს ვინც  ღრუბლებს მიღმა მზეს ხედავს; ვეძებ ადამიანს ვინც ცრემლებს მიღმა გულს ხედავს;  ვეძებ ადამიანს გულში ანთებული ცეცხლით სხვას რომ ათბობს. ვეძებ ადამიანს თვალებს მიღმა ცრემლებს რომ ხედავს; ვეძებ ადამიანს სიტყვებს მიღმა, აზრებს რომ ხედვს; ვეძებ ადამიანს, ვეძებ ადამიანს, ადამიანს ვეძებ.