
ვინ არის მთავრობა

ვინ არის მთავრობა? რიტორიკული კითხვაა თითქოს. შეიძლება იგულისხმეთ რომ სახელ გვარებს ვგულისხმობთ. შევეცადოთ ვუპასუხოთ ამ თითქოსდა ძალია მარტივ კითხვას.
მთავრობა არის ადამიანთა ჯგუფი, ვისაც ვქირაობთ ჩვენ უბრალო ადამიანები, იმისთვის რომ მოახდინონ ადმინისტრირება იმ ყველაფრრისა რაც ჩვენი ცხოვრებისთვისაა აუცილებელი. ჩვენ უბრალო ადამიანები ვთავაზობთ განკარგონ ჩვენი ფული ჩვენი უფლებების დასაცავად.
ადამიანებს ჯგუფი იღებს პასუხისმგებლობას უზრუნველყოს წესრიგი, ჩვენი სიცოცხლის, ქონების, თავისუფლების დაცვა. იზრუნოს ჩვენს განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე და ამაში ვთავაზობთ გარკვეულ ანაზღაურებას.
მთავრობა არის ჯგუფი რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდება, მთავრობა პასუხისმგებელია კრიზისების მოგვარებაზე.
ბატონებო ყველაფერი რასაც აკეთებთ ან არ აკეთებთ, ან ვერ აკეთებთ არის მთავრობის ვალდებულება. მთავრობა თავის ვალდებულებას ასრულებს.
თუ ასრულებს კეთილსინდისიერად შეიძლება გაგვიჩნდეს სურვილი გავუგრძელოთ ხელშეკრულება, თუ არ ასრულებს ან ვერ ასრულებს თვითონ გადავწყვეტთ როგორმე ვისთან გავაგრძელოთ ეს ურთიერთობები.
ბატონებო თქვენ ასრულებთ თქვენს მოვალეობას, და ნამდვილად არ უნდა გვკარნახობდეთ ჩვენ თქვენს მიმართ რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. თვითონ გადავწყვეტთ როგორმე სწორად იქცევით თუ მცდარად.
მადლიერი შეიძლება ვიყოთ ევროკავშირის რომელმაც გადაწყვიტა დაგვეხმაროს, მიუხედავად იმისა რომ ჩვენი დაქირავებული არ არიან.
პ.ს. ეს ეხება ყველა მთავრობას – ყოფილს, ამჟამინდელს და მომავალს.